editor.ge- არის რედაქტირების, თარგმნის, აკადემიურ და საგამომცემლო საქმიანობაზე ორიენტირებული კომპანია. ორგანიზაცია დაარსებულია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრისა და ინდივიდუალური პარტნიორების მიერ. კომპანია წარმოადგენს ლიდერ კომპანიას სარედაქციო , თარგმნით და სამეცნიერო ლიტერატურის საგამომცემლო საქმიანობის მიმართულებით.
editor.ge გახლავთ პირველი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ონლაინ ანხორციელებს ყველა სერვისს. მომხმარებლებს შეუძლიათ თარგმანზე, რედაქტირებაზე, კორექტურაზე, აკადემიურ კონსულტირებაზე , ელექტრონული წიგნების შეძენაზე ონლაინ მოთხოვნის განხორციელება, ონლაინ გადახდის განხორციელება, ონლაინ სერვისის მიღება და ანგარიშსწორება, საბუთის მიღება. ნახეთ დაწვრილებით
ინდივიდუალური ექაუნთი სტანდარტული ექაუნთია მართვის შესაბამისი პანელით. მომხმარებელი მარტივი პროცედურით რეგისტრირდება ვებგვერდზე და ქმნის საკუთარ ექაუნთს. ექაუნთის შექმნით მომხმარებელი იღებს შესაძლებლობას, მიიღოს ვებგვერდზე არსებული ყველა მომსახურება.
მომხმარებელს ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია:
კარგად და გამართულად დაწერილი დოკუმენტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული კერძო თუ საჯარო ორგანიზაციისთვის.ჩვენ დაგეხმარებით მკაფიო, შეცდომებისგან თავისუფალი დოკუმენტების შემუშავებაში თქვენი ორგანიზაციისთვის ყველა დონეზე.
საწევრო მომსახურება გულისხმობს განსხვავებულ მომსახურებას. საწევრო მომსახურების მფლობელი იხდის წლიურ გადასახადს 500 ლარის ოდენობით და იღებს შემდეგ მომსახურებას:
(1) პერსონალური რედაქტორი 24 საათის განმავლობაში;
(2) 10 ავტორიზებული თანამშრომელი, რომელთაც შეუძლიათ საწევრო მომსახურების ფარგლებში ექაუნთით სარგებლობა;
(3) წელიწადში 1000 გვერდამდე კორექტურა-რედაქტირების მომსახურება;
(4) მომსახურების მყისიერად მიწოდება.