დოკუმენტების თარგმნის, პროფესიონალური რედაქტირებისა და კორექტირების სერვისები

რეგისტრაცია

Editor.ge-ზე დარეგისტრირება შეგიძლიათ როგორც ორი ტიპის მომხმარებელს: ინდივიდუალური და კორპორატიული მომხმარებლის სტატუსით.

დეტალურად ინდივიდუალური მომხმარებლის შესახებ

დეტალურად კორპორატიული მომხმარებლის შესახებ

რეგისტრაციისას მომხმარებელი ირჩევს რომელი ექაუნთის რეგისტრაცია სურს.
* საიტს აქვს სოციალური ქსელებით რეგისტრაციის ფუნქცია, თუმცა ეს ეხებათ მხოლოდ ინდივიდუალურ მომხმარებლებს.
საიტზე რეგისტრაციის განაცხადის გაგზავნის შემდეგ მომხმარებელი ელოდება ადმინისტრატორის დასტურს რეგისტრაციაზე.
დადასტურების მიღების შემედეგ, მომხმარებელი გადადის საიტზე, თავის პირად სივრცეში (ღილაკი „ჩემი სივრცე“ - იხილეთ ფოტო).

 

1

 

„პირადი სივრცის“ ველი შედგება 4 განყოფილებისაგან:

  1. ატვირთეთ (რედაქტირება და კორექტურა)
  2. ატვირთეთ (თარგმნა)
  3. მომხმარებლის ისტორია
  4. შეძენილი წიგნები

 „პირადი სივრცის“ ველის პირველი ორი ოპციიდან (1. ატვირთეთ (რედაქტირება და კორექტურა) და 2.ატვირთეთ (თარგმნა) მომხმარებელი ირჩევს სასურველი სერვისის მიხედვით.
ტვირთავს ფაილს
შეჰყავს ფაილის სახელი, სიტყვების რაოდენობა
საჭიროების შემთხვევაში შეჰყავს დამატებით ინსტრუქცია თარგმანის ან რედაქტირების დეტალების შესახებ (ველი „თქვენი ინსტრუქცია“)
ყველა ველის შევსების შემდეგ აჭერს ღილაკს და გადადის გადახდაზე. (იხილეთ ფოტო)

 

2

 

 მომხმარებლის ისტორია

აქ იყრის თავს ყველა შეკვეთილი სერვისი (რედაქტირება, კორექტურა, თარგმნა)
ატვირთულია: ფაილის სახელი გამოჩნდება.
სერვისი: მომხმარებლის მიერ არჩეული სერვისი (რედაქტირება და კორექტურა, თარგმნა)
მომხმარებლის ფაილი: დასარედაქტირებლად ან სათარგმნად ატვირთული ფაილი
რედაქტირებული ფაილი: ეს ველი რჩება ცარიელი, რედაქტირება / თარგმანის დასრულების შემდეგ, როდესაც რედაქტორი ატვირთავს დამუშავებულ ფაილს ამ ველში გაჩნდება ფაილი, მომხმარებელს შეუძლია ჩამოტვირთოს შეკვეთის დასრულებული ვერსია ფაილის სახით.
თანხა: სერვისში გადახდილი თანხა.

3

 

ენობრივი რედაქტირება და კორექტურა

ამ ველში მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სერვისის ვადები
ჩამოსაშლელი ველი გაჩნდება სიტყვების რაოდენობის შეყვანის შემდეგ
სხვადასხვა რაოდენობას სხვადასხვა ვადები და ფასები აქვს
* სიტყვების მინიმალური რაიდენობა 300 სიტყვა, სიტყვათა ნაკლებ რაოდენობაზე მუშაობაზე სისტემაარ იმუშავებს.

 შეძენილი წიგნები

აქ მოიყრის თავს მომხმარებლის მიერ შეძენილი ელექტრონული წიგნები, რომლის ფართო არჩევანი წარმოდგენილია საიტზე. იხილეთ ბმულზე