დოკუმენტების თარგმნის, პროფესიონალური რედაქტირებისა და კორექტირების სერვისები

აკადემიური კონსულტაცია, რედაქტირება, თარგმნა

ფილოლოგიის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის თანამშრომელი.

მომსახურება:
ინგლისურ-ქართულ-ინგლისური თარგმნა.
ენობრივი რედაქტირება (სხვადასხვა დარგობრივი მიმართულება).
აკადემიური და შინაარსობრივი რედაქტირება - განათლება; ფილოლოგია.
აკადემიური კონსულტაცია - ჰუმანიტარული მეცნიერებები, ქართულის, როგორც მეორე / უცხო ენის სწავლება.

 

ქეთევან გოჩიტაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ლინგვისტიკის მიმართულებით).
ქეთევან გოჩიტაშვილი არის 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 15-მდე სახელმძღვანელოს ავტორი და 100-ზე მეტი წიგნის რედაქტორი. ქეთევან გოჩიტაშვილი ეწევა ასევე მთარგმნელობით საქმიანობას და ინგლისური ენიდან თარგმნა 10-მდე სამეცნიერო წიგნი და სახელმძღვანელო.
ქეთევან გოჩიტაშვილი ჩართულია საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ არაერთ საერთაშორისო პროექტში.