დოკუმენტების თარგმნის, პროფესიონალური რედაქტირებისა და კორექტირების სერვისები

აკადემიური კონსულტაცია, რედაქტირება, თარგმნა

განათლების მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) ასოცირებული და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პრფესორი.

მომსახურება:
თარგმანი (ინგლისურ-ქართული)
აკადემიური და შინაარსობრივი რედაქტირება- განათლება; სოციალური მეცნიერებები, ხელოვნება;
აკადემიური კონსულტაცია: სოციალური მეცნიერებები

 დამთავრებული აქვს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტი. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სოციოლოგიის სპეციალობით. ნათია გორგაძემ 2010 წელს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურის პროგრამა დაამთავრა ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით, ხოლო სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მეცნიერების მიმართულებით.
ნათია გორგაძე არის სახელმძღვანელოების და მეთოდოლოგიური მასალების ავტორი სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურისათვის. მას ნათარგმნი აქვს ინგლისურენოვანი წიგნები ქართულ ენაზე, მათ შორის, „სკოლა და საზოგადოება“, პრაქტიკის კვლევა მასწავლებლებისათვის“, „დებატები განათლებაზე“, და სხვა.
ნათია გორგაძე ჩართულია განათლების კონსულტანტის სტატუსით საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ კვლევით და შეფასების პროექტში.