ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
მომსახურება:
ენობრივი რედაქტირება (სხვადასხვა დარგობრივი მიმართულება).
აკადემიური და შინაარსობრივი რედაქტირება - განათლება; ფილოლოგია.
აკადემიური კონსულტაცია - ჰუმანიტარული მეცნიერებები, მეორე ენის სწავლება.
კახა გაბუნიამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1998 წელს - სადოქტორო დისერტაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ლინგვისტიკის მიმართულებით).
კახა გაბუნია არის 5 მონოგრაფიის, 70-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 50-მდე სახელმძღვანელოს ავტორი და 100-მდე წიგნის რედაქტორი. კახა გაბუნია აქტიურად იყო ჩართული ქართული ენის დიგიტალიზაციისა და კორპუსული ლინგვისტიკის საქმიანობაში.
კახა გაბუნია ჩართულია საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ არაერთ საერთაშორისო პროექტში.