განათლების მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მომსახურება:
თარგმანი (ინგლისურ-ქართული)
აკადემიური და შინაარსობრივი რედაქტირება
აკადემიური კონსულტაცია- სოციალური მეცნიერებები
ბიოგრაფია
შალვა ტაბატაძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიიღო კენტის უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მეცნიერების მიმართულებით.
შალვა ტაბატაძე არის არაერთი სახელმძღვანელოს რედაქტორი, ისეთი მნიშვნელოვანი წიგნების ქართულენოვანი ვერსიების მთარგმნელი როგორიცაა „სკოლა და საზოგადოება“, ბილინგვიზმისა და ბილინგვური განათლების საფუძვლები“; „ადამიანი და სწავლა“; განათლების ფსიქოლოგია“ და სხვა. შალვა ტაბატაძე მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატიების ავტორია, მისი 10-ზე მეტი სტატია გამოქვეყნებული სკოპუსის ბაზაში ინდექსირებულ მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.
შალვა ტაბატაძე ჩართულია განათლების კონსულტანტის სტატუსით საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ არაერთ საერთაშორისო პროექტში.