დოკუმენტების თარგმნის, პროფესიონალური რედაქტირებისა და კორექტირების სერვისები

თარგმნა

ფილოლოგი, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, მაგისტრი.

მომსახურება:

თარგმანი (რუსულ-ქართული, ქართულ-რუსული)

 

 

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით რუსული ენა და ლიტერატურა. მისი დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ტექსტების თარგმანთან დაკავშირებით. მას აქვს თანამშრომლობის გამოცდილება ჟურნალ–გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების რედაქციებთან. 2009 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციაში. მჭიდრო ურთიერთობები აქვს როგორც სტუდენტებთან, ისე პროფესორ–მასწავლებლებთან.

თამარ მოკვერაშვილი მონაწილეობას იღებდა რამდენიმე წიგნისა და კრებულის გამოსაცემად მომზადებაში. ერთ–ერთი ასეთი გამოცემაა იოსებ ყიფშიძისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოცემა, სადაც მან განახორციელა იოსებ ყიფშიძის მიერ რუსულ და ქართულ ენებზე შედგენილი ტექსტების მომზადება.