დოკუმენტების თარგმნის, პროფესიონალური რედაქტირებისა და კორექტირების სერვისები

რედაქტირება, თარგმნა

ფილოლოგიის მაგისტრი (სომხური ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა პროფესორი.

მომსახურება:
თარგმანი (ქართული-სომხური), როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი თანმიმდევრული და სინქრონული.
აკადემიური და შინაარსობრივი რედაქტირება- განათლება, სომხური ენა.
აკადემიური კონსულტაცია- ქართულ-სომხური ენების ტიპილოგიური შედარება.

ზოია მხითარიანმა დაამთავრა სულხან საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ასპირანტურა გავლილი აქვს სომხეთის აკადემიის ჰრაჩია აჭარიანის სახელობის ენის ინსტიტუტში და ჩაბარებული აქვს საკანდიდატო მინიმუმები საგნებში: ზოგადი ენათმეცნიერება, თანამედროვე სომხური ენა, ძველი სომხური ენა, დიალექტოლოგია, სომხური ენის სწავლების მეთოდიკა, დიალექტოლოგია, ფილოსოფია, ინგლისური ენა.
ზოია მხითარიანი არის არაერთი სასკოლო და მეთოდური სახელმძღვანელოს ქართული ენიდან სომხუ ენაზე შესრულებული თარგმანის რედაქტორი (სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის სახელმძღვანელო, მე-7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ...) და ასევე არაერთი სასკოლო და მეთოდური სახელმძღვანელოს, ტრენინგ-პროგრამის ქართული ენიდან სომხურ ენაზე მთარგმნელი („მშობლიური ენის სწავლების მეთოდები“, „განვითარებისა და სწავლის თეორიები“, „სწავლება და შეფასება“, „ინტერკულტურული განათლება“, „სასწავლო და პროფესიული გარემო“, „სკოლის მოვლა“, „სამართლებრივი კულტურა“ (მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი), „სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობა“ და მრავალი სხვა).
ზოია მხითარიანი ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხური ენის ექსპერტად იყო ჩართული საქართველოს განათლების სამინისტროს სომხურის, როგორც მშობლიური ენის სტანდარტის შედგენის პროცესში. ასევე ჩართულია ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ არაერთ საერთაშორისო პროექტში.